ჯონ კირბი: ამ ეტაპზე არ არის მანიშნებელი, რომ უკრაინა ჩართული იყო

პუბლიკა

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არ არის არანაირი მანიშნებელი, რომ უკრაინა ან უკრაინელები ჩართული იყვნენ რუსეთში მომხდარ თავდასხმაში.

თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, თავდასხმის კადრები შემზარავი იყო.

„როიტერის“ ცნობით, რუსეთმა განაცხადა, რომ თუ აშშ-მა დანამდვილებით იცოდა, რომ უკრაინა არ მონაწილეობდა თავდასხმაში, ვაშინგტონს მის ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაცია უნდა გაეზიარებინა.