ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობების ნორმალიზაცია შეუძლებელია. LBC რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში კითხვაზე, შეიძლება თუ არა ვლადიმერ პუტინის დაბრუნება გლობალურ ასპარეზზე, თუ ის მოინანიებს, ჯონსონმა უპასუხა:
„მოკლე პასუხი არის, რომ არა. ახლანდელ სიტუაციაში პუტინისთვის მონანიება რთული იქნება. მართალია, შეუძლებელია არაფერია თუმცა ამ მომენტში პუტინთან ურთიერთობის ნორმალიზების ვერანაირ გზას ვერ ვხედავთ. ამ საკითხში დიდი ბრიტანეთის პოზიცია ძალიან მკაფიოა”. – თქვა ჯონსონმა.