ბრიტანეთმა ფინეთსა და შვედეთთან ხელი მოაწერა ერთობლივ დეკლარაციას ურთიერთდახმარების, კერძოდ კი, სამხედრო დახმარების შესახებ. ბორის ჯონსონმა ფინეთის პრეზიდენტ საულ ნინისტესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მიზანი შემდგომი კატასტროფის შეჩერებაა, მათ შორის ეკონომიკურის და თუ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს წინააღმდეგობა არ გაუწიეს, უკრაინაში შეჭრა არ იქნება მისი ნეოიმპერიალისტური, რევანშისტული ამბიციების დასასრული.
„ჩემი მიზანი შემდგომი კატასტროფის შეჩერებაა, მათ შორის, ეკონომიკური შედეგები. თუ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს წინააღმდეგობას არ გავუწევთ, უკრაინაში შეჭრა მისი ნეოიმპერიალისტური და რევანშისტული ამბიციების დასასრული არ იქნება. ეს ჩვენთვის ძალიან ღირებულია. რუსეთის აგრესიის დასამარცხებლად ერთად ყოფნა აუცილებელია”, – თქვა ჯონსონმა.