ჯორჯია მელონი: უკრაინის უსაფრთხოების ყველაზე ეფექტიანი გარანტია მისი NATO-ში გაწევრებაა

პუბლიკა

იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი აცხადებს, რომ უკრაინის უსაფრთხოების ყველაზე ეფექტიანი გარანტია მისი NATO-ში გაწევრებაა.

ამის შესახებ მელონიმ 26 თებერვალს რომში შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან შეხვედრის დროს გააკეთა.

მელინიმ განაცხადა, რომ სხვა საკითხებთან ერთად მან და კრისტენსენმა განიხილეს ძალისხმევა, რომელიც „საფუძველს ჩაუყრის გრძელვადიან და სამართლიან მშვიდობას უკრაინაში”.

„ეს არის მიზანი, რომლის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კიევს მიეწოდება უსაფრთხოების ადეკვატური გარანტიები, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ის, რაც ვნახეთ ამ სამი წლის განმავლობაში, აღარ განმეორდება და რომ ევროპული ქვეყნებიც კი თავს არა საფრთხის ქვეშ, არამედ დაცულად იგრძნობენ”. — თქვა ჯორჯია მელონიმ და დასძინა, რომ ასეთი გარანტიები „ატლანტიკრი ალიანსის კონტექსტში უნდა იყოს მიღწეული”.

„მე ვფიქრობ, რომ ეს არის მშვიდობის გარანტიის საუკეთესი ჩარჩო — ეს არ არის არც სუსტი და არც დროებითი და რეალურად, თავიდან აიცილებს რისკს, რომ ევროპა მალე ისევ ომის დრამაში გაეხვევა. სხვა უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით სხვა გადაწყვეტილებები უფრო კომპლექსური და გულწრფელად რომ ვთქვა, ნაკლებად ეფექტიანი ჩანს”. — თქვა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.