იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი გამოვიდა წინადადებით, რომ ნატოს მე-5 მუხლი უკრაინაზეც გავრცელდეს სრული წევრობის გარეშე.
მელონი ამბობს, რომ ეს მიდგომა უზრუნველყოფს უკრაინის „სტაბილურ, ხანგრძლივ და ეფექტურ უსაფრთხოებას“.
ნატოს მე-5 მუხლში გათვალისწინებული კოლექტიური თავდაცვის პრინციპი წევრ ქვეყნებს ავალდებულებს, თავდასხმის შემთხვევაში დაიცვან ნებისმიერი სხვა წევრი სახელმწიფო.
„ჩვენ უნდა ვიფიქროთ უფრო მდგრად გადაწყვეტილებებზე“, ვიდრე უკრაინაში ევროპელი სამშვიდობოების გაგზავნაა, განაცხადა მელონიმ ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის ფარგლებში.
მისი განმარტებით, ეს განსხვავდება ნატოს წევრობისგან, მაგრამ გულისხმობს დაფარვის ზონის გაფართოებას უკრაინაზეც.