„ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორის, რომან ბოკერის განცხადებით, ავიაკომპანია თანამშრომლების 95%-ს უვადო შვებულებაში უშვებს. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
„შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, იძულებულნი ვართ, თანამშრომლების 95% უვადო შვებულებაში გავუშვათ. მაქსიმალურად შევეცდებით, სამსახურში რაც შეიძლება სწრაფად დავაბრუნოთ, მობილიზება გავუკეთოთ ფინანსურ სახსრებს, რათა ჩვენი პროფესიონალები უკან მალე დავაბრუნოთ. ჩვენი ყველაზე დიდი კაპიტალი ჩვენი თანამშრომლები არიან“, – განაცხადა ბოკერიამ ბრიფინგზე.