თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭყულაძის განცხადებით, „2 წელიწადში იმ შესყიდვების მიღების შედეგად, რომელიც უკვე გაფორმებულია, სრულად იქნება დაცული თბილისის ცა – მათ შორის, სტრატეგიული ობიექტები, აეროპორტები, სამხედრო ბაზები”.
სამთავრობო ტელეარხის, „იმედის“ ეთერში თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ 2023 წელს თავდაცვის უწყებამ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით მნიშვნელოვანი შესყიდვები გააფორმა, რაც თავდაცვის ძალების საშუალო- და გრძელვადიან განვითარებაზეა პასუხისმგებელი.
„გრძელვადიან განვითარებაში ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი, თუ სად უნდა მივიდეთ საშუალებების მხრივ 10 წლის განმავლობაში. ჩვენ ამ სამიზნეს გაცილებით გადავაჭარბეთ, გავასწარით და დავდეთ ისეთი ხელშეკრულებები ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების, ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემების მიმართულებით, რომელიც აქამდე არ ყოფილა. ევროკავშირის დახმარება 13 მილიონი ევროს ოდენობით, რომელიც 2021 წელს მივიღეთ, პირველი პრეცედენტი იყო.
შემდეგ წელს 20 მილიონი მივიღეთ, 30 მილიონი და ასეთი პროგრესით ვაგრძელებთ. რა თქმა უნდა, ჩვენი, როგორც სამინისტროს ხელმძღვანელობის როლი აქ დიდია, ასევე ზოგადად ჩვენი ხელისუფლების“. – თქვა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ჯუანშერ ბურჭულაძეს არ დაუკონკრეტებია, რა შესყიდვებზეა ლაპარაკი. ასევე, როგორ არის დაცული ახლა საქართველოს ცა ახლა. სტრატრგიული ობიექტების უმეტესობა თბილისშია თავმოყრილი, ასევე, თბილისშია მთავრობა.