საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ერევანში, ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრემიერს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.
თავდაცვის უწყების პრესრელიზის თანახმად, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები.
საუბარი შეეხო მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს მზადყოფნას, მიმართოს ძალისხმევა რეგიონის მშვიდობიანი განვითარებისთვის.
შეხვედრისას განსაკუთრებულად აღინიშნა ევროკომისიის რეკომენდაციის მნიშვნელობა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.
ჯუანშერ ბურჭულაძემ ნიკოლ ფაშინიანს უთხრა, რომ საქართველო განაგრძობს აქტიურ მუშაობას შემდგომში საჭირო ვალდებულებებისა და პროცედურების შესასრულებლად. მათ ისაუბრეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მიმართულებით სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობის საკითხებზეც.
ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის დინამიკასა და პერსპექტივებზე.
ჯუანშერ ბურჭულაძე ასევე შეხვდა სომხეთი თავდაცვის მინისტრს, სურენ პაპიკიანს. მათ ხელი მოაწერეს ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას.