ჯვარის საჯარო სკოლების მასწავლებლების განცხადება: მოვითხოვთ, ხელისუფლებამ კონსტიტუციურ ჩარჩოში დააბრუნოს ჩვენი სახელმწიფო

პუბლიკა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის საჯარო სკოლების მასწავლებლები საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებენ:

„წლებია ვემსახურებით განათლების სისტემას, რომლის ევროპული მომავალიც საფრთხეშია, რადგან მოქმედმა ხელისუფლებამ უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, კერძოდ, მისი 78-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მომავალი თაობებისთვის იკეტება ცივილური სამყაროს კარი, რისი დაშვების უფლებაც არ გვაქვს.

მოვითხოვთ:

1. დაცული იყოს გამოხატვის თავისუფლება;

2. ხელისუფლებამ კონსტიტუციურ ჩარჩოში დააბრუნოს ჩვენი სახელმწიფო” – ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერები:

1. მაია აქუბარდია 2.ნინო გაბულდანი 3.ნანა გულუა 4.თეა ჭანტურია 5.ნანა გუგუჩია 6.ირინა ქარდავა 7.ლორიტა ჭოლარია 8.ირმა სამუშია 9.ლალი მიქავა 10.მერაბ ციმინტია 11.ლელა ჩაკაბერია 12.ცირა ქარდავა 13.ნინო ყოლბაია 14.გვანცა მანჯგალაძე 15.ელისო ჭანტურია 16.შორენა ციმინტია 17.გერონტი გოგოხია 18.ფატიმა ციმინტია 19.ირმა ქარდავა 20.დარეჯან ჭანტურია 21.ეკა ციმინტია 22.ასმათ ჩხაპელია 23.ქეთევან გერგედავა