ლაგოდეხის სოფელ კაბალში კაცის მკვლელობის საქმეზე 2 ადამიანი დააკავეს.
შსს-ის ცნობით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულები არიან 1998 წელს დაბადებული გ.ო. და 1994 წელს დაბადებული ე.ი.
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ის თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 25 ივნისს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალაში, აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, ამავე ბაზარში ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელი – 1975 წელს დაბადებული ფ.ა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
დაჭრილი კაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე – განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.