კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატება ქალების ხელფასს | საქსტატი

პუბლიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.4% (5.0 ლარით) შემცირდა და 1 314.7 ლარი
შეადგინა.

საქსტატის მიხედვით, საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

⦁ ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 199.8 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 6.2 %-ით);

⦁ მშენებლობა – 2 061.8 ლარი (გაიზარდა 1.2 %);

⦁ პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 020.9 ლარი ( შემცირდა 8.8% );

⦁ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 017.2 ლარი (გაიზარდა 4.2 %-ით);

ამავე პერიოდში ქალების საშუალო ხელფასი 1 022.3 ლარით, ხოლო კაცების – 1 581.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 3.8 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში აღნიშნული მაჩვენებელი შემცირდა 11.7 ლარით.

საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატება ქალების ხელფასს.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი სქესის მიხედვით 2014-2020 წლებში:

საქსტატის მონაცემებით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 12.2 ლარით გაიზარდა და 1417.0 ლარი შეადგინა.

არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 9.2 ლარით და 1 157.2 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების დასაქმებულებს.