მთავრობის კანცელარიასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
აქციას ექსპრეზიდენტის ოჯახის წევრები, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და მხარდამჭერები, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერები ესწრებიან.
ყოფილი პრეზიდენტის ძმის, დავით სააკაშვილის თქმით, ეს პირველი შეკრებაა და იგეგმება გაგრძელება.
„სახელმწიფო ყოველთვის უნდა იყოს ძირითადი ფუნდამენტალური უფლების, სიცოცხლის დამცველი. ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ სხვა რამეს, გვაქვს სახალხო დამცველის კვალიფიციური ექიმების დასკვნა მისი ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობის შესახებ. მნახველებისგან, რომლებიც მასთან შედიან, გვაქვს ინფორმაცია, მდგომარეობა სავალალოა.
ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ უფრო აქტიურად ჩავერთოთ, გავაგებინოთ ყველას მისი რეალური ფიზიკური მდგომარეობის შესახებ. ამიტომაც შევიკრიბეთ, დღეს არის პირველი შეკრება და გავაგრძელებთ”, – ამბობენ სააკაშილის ოჯახის წევრები.