კაცი მომიგზავნეს, ჩამოშორდი ოპოზიციას, თორემ საქმეს შევწყვეტთო - მაჩალიკაშვილი

პუბლიკა

პანკისში, სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, ვახა მაჩალიკაშვილი, TV-პირველთან ინტერვიუში ამბობს, რომ მას კაცი მიუგზავნეს, რომელმაც გადასცა დანაბარები, რომ თუ არ ჩამოშორდებოდა „გაერთიანებულ ოპოზიციას”, თემირლანის საქმის ძიებას შეწყვეტდნენ და მას ტერორისტად გამოაცხადებდნენ.

პროკურატურამ 25 იანვარს განაცხადა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე გამოძიება შეწყდა.

პროკურატურის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელის მოთხოვნას, ეჩვენებინა მისთვის ხელები, სცადა საბრძოლო მდგომარეობაში მოეყვანა ხელყუმბარა, რის გამოც მისი მიმართულებით სპეცრაზმელმა გაისროლა.