კადიროვი მის სანქცირებაზე აშშ-ის გადაწყვეტილებას „მორალის უქონლობას“ უწოდებს

პუბლიკა

აშშ-მა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მმართველს რამზან კადიროვს, უკრაინაში ომის გამო, სანქციები დაუწესა. სანქციების სიაში ასევე შედის კადიროვის სამი ქალიშვილი და სამი ცოლი. ინფორმაციას აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. აშშ-ის გადაწყვეტილებას ტელეგრამის არხზე გამოეხმაურა რამზან კადიროვი, რომელიც ამბობს, რომ აშშ-ში მას ქონება არ აქვს და მისი სანქცირება აბსურდული გადაწყვეტილებაა.

„აშშ-ის ხაზინის დაჟინებული სურვილი, რომ დამიბლოკონ ის, რაც არ მაქვს, შეიძლება, აიხსნას მორალისა და ლოგიკის უქონლობით ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობაში ან სურვილით, რომ მათი იდეოლოგიისა და გეგმების მოწინააღმდეგეები შეავიწროონ.“ – წერს კადიროვი „ტელეგრამზე