კაია კალასი ესტონეთი პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა. ის დასახელებულია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კანდიდატად.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ის პრემიერის თანამდებობაზე აგვისტოს დასაწყისამდე დარჩება, ანუ მანამდე, სანამ ახალი მთავრობა ფორმირდება.
ივნისის ბოლოს ევროკავშირის ლიდერებმა EU-ის წამყვან თანამდებობებზე ურსულა ფონ დერ ლაიენის, კაია კალასისა და ანტონიუ კოშტას კანდიდატურები დაამტკიცეს – მომდევნო ეტაპი ევროპარლამენტის მიერ თანამდებობებზე მათი ოფიციალურად დამტკიცება იქნება.
ლაიენი კვლავ ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს, კაია კალასი ჯოზეფ ბორელს შეცვლის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოსტზე, ხოლო კოშტა ევროპული საბჭოს პრეზიდენტად შარლ მიშელს ჩაანაცვლებს.