კახა ბექაური კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ მეორედ აირჩიეს

პუბლიკა

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ჩატარებული არჩევნების შედეგად, კახა ბექაური კომისიის წევრების მიერ ერთხმად იქნა არჩეული.

ბექაური კომისიას მომდევნო სამი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

კახა ბექაური 2014 წლიდან კომუნიკაციების კომისიის წევრია, ხოლო 2017 წლიდან ის კომისიის თავმჯდომარის პოზიციას იკავებს.