„კახა კალაძეს ვესტიბულოპათია დაუდგინდა“ - ზურაბ ფაღავა

პუბლიკა

თბილისის მერს კვლევების შედეგად ვესტიბულოპათიის დიაგნოზი დაუსვეს. კახა კალაძეს ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი არ დაუდასტურდა.

„მას აქვს ე.წ. ვესტიბულოპათია. ეს არის ცენტრი, რომელიც არეგულირებს ადამიანის წონასწორობას. აღნიშნული დარღვევები განპირობებულია მისი სპორტული წარსულით და დაძაბული შრომითი განრიგით“, – აცხადებს პროფესორი ზურაბ ფაღავა.

მისივე თქმით, კახა კალაძე ამჟამად თავს უკეთესად გრძნობს და უტარდება დამატებითი კვლევები.


კახა კალაძემ 26 მარტს განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში საჯაროდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ჩანდა.