კახა ოქრიაშვილი დმანისი-ბოლნისის ოლქში მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრას აპირებს

პუბლიკა

დეპუტატი კახა ოქრიაშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ძმებ ცეზარ და ლაშა ჩოჩელებთან ერთად პარტია „პროგრესი და თავისუფლება“ შექმნა, აცხადებს, რომ პარტიული სიის პირველი ნომერი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება. ოქრიაშვილი ამბობს, რომ ამის გამო ის სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას ხვდება და აქვს მათთან მოლაპარაკებები, რომ არ დაუყენონ ოლქში კონკურნეტი.

„მაჟორიტარად ვიქნები დმანისი-ბოლნისი-წალკა-თეთრიწყაროს ოლქში. ერთი კვირაა, ვხვდები პოლიტიკურ პარტიებს, რათა არ დამიყენონ ოლქში კონკურენტი და დავრჩეთ მე და „ოცნების“ კანდიდატი და დავამარცხო ის პირველივე ტურში. მე შევხვდი „ნაციონალურ მოძრაობას“, კიდევ 6 პოლიტიკურ პარტიას, ყველას, თითქმის, ვინც არის რეიტინგული და მათგან პასუხებს ველოდები“, – განუცხადა კახა ოქრიაშვილმა „ტელეკომპანია პირველს“.

ფოტო: Fegan Hüseyn

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დიმიტრი შაშკინმა სოციალურ ქსელში გააზიარა ფოტო, რომელზეც მისი, კახა ოქრიაშვილისა და ვანო მერაბიშვილის შეხვედრაა ასახული.

„ყველაფერს თავის დროზე გაეცემა პასუხი“, – ასე უპასუხა შაშკინმა ჟურნალისტის კითხვებს იმის შესახებ, დაუჭერს თუ არა პარტია მხარს ოქრიაშვილს ან ხომ არ ვიხილავთ მას ენმ-ში; ხოლო ვანო მერაბიშვილმა მედიის კითხვებს არ უპასუხა.


ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრმა და ბიზნესმენმა, კახა ოქრიაშვილმა ცეზარ და ლაშა ჩოჩელებთან ერთად პარტია შექმნა. ინფორმაციას პარტიის შექმნაზე კახა ოქრიაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

„პოლიტიკურ სივრცეში ახალი პარტია  – „პროგრესი და თავისუფლება“ შეიქმნა. პარტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო სუბიექტად უკვე დარეგისტრირდა.

კახა ოქრიაშვილი მოქმედი პარლამენტის წევრია. ის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატია დმანისის საარჩევნო ოლქში.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი იყო მე-7 და მე-8 მოწვევის პარლამენტში.

ოქრიაშვილი ერთ-ერთი ის დეპუტატია, რომელმაც საარჩევნო სისტემაში ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. ის ერთ-ერთია მილიონერი დეპუტატების სიაში. არაერთ კომპანიაში ფლობს წილს და წლების განმავლობაში შპს „პსპ“-ის გენერალური დირექტორი იყო.


„ქართული ოცნებიდან“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტებში კენჭს გოგი მეშველიანი იყრის;