კახა ოქრიაშვილის ბიძაშვილის დაჭრის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

დმანისში მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც „პუბლიკას“ უწყებაში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის ორი –  236-ე და 118-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

„გაერთიანებული ოპოზიციიდან“ დმანისის, ბოლნისის, თეთრი წყაროსა და წალკის მაჟორიტარობის კანდიდატის კახა ოქრიაშვილის ინფორმაციით, მისი ბიძაშვილი და საარჩევნო კამპანიის წევრი მერაბ ოქრიაშვილი დმანისში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

კახა ოქრიაშვილის თქმით, მერაბ ოქრიაშვილს, რომელიც დმანისის საკრებულოს წევრია, ფეხის არეში ორი ტყვია აქვს ნასროლი. „პოლიტიკური თავდასხმაა. ორი ტყვიაა ნასროლი. მიდის ეს პროცესი, სროლა და ამბავი. დასაჯეს მერაბი იმიტომ, რომ მე მიჭერდა მხარს“, – თქვა ოქრიაშვილმა „ტვ პირველთან“.