კახა ოქრიაშვილის პარტია „ძალა ერთობაშიას" შეუერთდა

პუბლიკა

კახა ოქრიაშვილის პარტია „პროგრესი და თავისუფლება“ „ძალა ერთობაშიას” შეუერთდა და არჩევნებში ერთ ბლოკად მიიღებს მონაწილეობას. დღეს ოქრიაშვილმა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.


კახა ოქრიაშვილი მოქმედი პარლამენტის წევრია. ის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატია დმანისის საარჩევნო ოლქში.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი იყო მე-7 და მე-8 მოწვევის პარლამენტში.

ოქრიაშვილი ერთ-ერთი ის დეპუტატია, რომელმაც საარჩევნო სისტემაში ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. ის ერთ-ერთია მილიონერი დეპუტატების სიაში. არაერთ კომპანიაში ფლობს წილს და წლების განმავლობაში შპს „პსპ“-ის გენერალური დირექტორი იყო.

ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს მცხეთაში გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა.