„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ დმანისი-წალკა-ბოლნისი-თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, კახა ოქრიაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია თავად ოქრიაშვილის Facebook-გვერდზე ვრცელდება.
ოქრიაშვილის Facebook-გვერდზე წერია, რომ პოლიტიკოსი თავს კარგად გრძნობს და სახლის პირობებში მკურნალობს.