შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოსა და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს მიმდებარე ტერიტორიებზე უპილოტო საფრენი ორი აპარატის ჩამოვარდნის შესახებ შეტყობინება დღეს, 7 ოქტომბერს, დაახლოებით 18:35 და 18:45 წუთებზე მიიღეს.
შსს-ს განცხადებით, უწყებამ საგამოძიებო ღონისძიებები დაუყოვნებლივ დაიწყო.
„მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა“, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
როგორც შსს-ში აღნიშნავენ, შემთხვევის ორივე ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული და ექსპერტ-კრიმინალისტები ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს.