კახეთის პოლიციამ დის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავა

პუბლიკა

კახეთის პოლიციამ დის მკვლელობის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული ზ.ა. დააკავა. დანაშაული 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა მამაკაცმა სიღნაღში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავის დას – 1988 წელს დაბადებულ მ.ა.-ს ფიზიკური დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ზ.ა. ცხელ კვალზე დააკავეს”, – აცხადებს შსს.