შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, 1969 წელს დაბადებული მ.ჩ. განზრახ მკვლელობის
ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თანასოფლელ მამაკაცს – 1975 წელს დაბადებულ ლ.ი.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.