კახეთში არასრულწლოვნების გაუპატიურების საქმეებზე მამის და მამინაცვლის მიმართ გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

კახეთში ორი არასწრულწლოვნის გაუპატიურების საქმეზე ოჯახის წევრების მიმართ გამოძიება დაიწყო.

„პუბლიკის“ ინფორმაციით, ერთ შემთხვევაში 15 წლის გოგოს გაუპატიურების საქმეზე მამაა ბრალდებული. მედიის ცნობით, სამართალდამცველებს სკოლის ადმინისტრაციამ მიმართა.

მეორე შემთხვევაში კი, 14 წლის გოგოს გაუპატიურების საქმეზე ბრალდებულია მამინაცვალი.

15 წლის გოგოს საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს გაუპატიურებას, ჩადენილს ოჯახის წევრის მიმართ.

14 წლის გოგოს საქმეზე გამოძიება 11 პრიმა 137-ე და 11 პრიმა 138-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს გაუპატიურებას ჩადენილს ოჯახის წევრის მიმართ და ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას.