თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ კონდოლში შუა ხნის ცოლ-ქმარი მოკლეს. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ერთ-ერთ ფერმაში მოხდა და ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ შესაძლო დამნაშავე მწყემსია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსსკ 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
უწყების ცნობით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავის ვინაობა და მიმდინარეობს ძებნის ოპერაცია.