შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1996 წელს დაბადებული გ.შ. დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, 1966 წელს დაბადებულ მ.ქ.-ს ცივი იარაღით მძიმე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, გ.შ. ცხელ კვალზე დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
შსს-ს ცნობით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.