კახეთში 14 წლის გოგო, ოჯახის წევრების თქმით, მამიდის ქმარმა გააუპატიურა. ინფორმაციას ,,პუბლიკას” შსს-შიც უდასტურებენ და ამბობენ, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 137-ე, გაუპატიურების მუხლით დაიწყო.
კაცი ჯერ არ დაუკავებიათ, ის კლინიკაშია, დაჭრილი.
როგორც 14 წლის გოგოს ბაბუა, კაცის სიმამრი ამბობს, ის გოგოს ბიძამ, მამის ძმამ ცივი იარაღით დაჭრა, რის შემდეგაც საავადმყოფოში მოხვდა. ბიძა კი პოლიციას ჩაბარდა.
,,3 კვირის წინ მისი ცოლი ანუ ჩემი ქალიშვილი გარდაიცვალა, ოჯახში სამძიმრის სუფრას ვშლიდით, მან კი ფერმაში ჩემი 14 წლის შვილიშვილი გააუპატიურა. ჩემმა მეორე შვილმა ეს რომ გაიგო, წავიდა და დაჭრა. პოლიციას თავად ჩაბარდა”, – ამბობს 14 წლის გოგოს ბაბუა.
გამოძიება შსს-მ ამ ფაქტზე სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.