კახეთში მომხდარ მკვლელობაზე შსს-მ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

პუბლიკა

კახეთში, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში მომხდარ მკვლელობაზე, რა დროსაც სამი ადამიანი მანქანაში ჩაცხრილეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

„პუბლიკას“ ინფორმაციით, ერთ-ერთი გარდაიცვლილი ოლიმპიური ჩემპიონის ზვიად ზვიადაურის ძმაა. ამ ეტაპისთვის უცნობია დანაშაულის მოტივი და სხვა დეტალები.