კახეთში ორ არასრულწლოვან დას ეძებენ

პუბლიკა

კახეთში ორ არასრულწლოვან დას ეძებენ. ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. მათი ცნობით, არასრულწლოვანი დების დაკარგვის შესახებ შსს-ს დღეს მიმართეს.

განახლება: პოლიციამ კახეთში დაკარგული არასრულწლოვანი დები იპოვა.