კახეთში, სოფელ ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

პუბლიკა

10 თვის ბავშვს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია „პუბლიკას“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა დაუდასტურა.

ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, 10 თვის ბავშვის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია. მისივე თქმით, ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ და მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი „პუბლიკასთან“ აღნიშნავს, მცირეწლოვანი თბილისშია გადაყვანილი და იქ უტარდება შესაბამისი მკურნალობა.