კახეთში ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით 5 პირი დავაკავეთ - სუს

პუბლიკა

კახეთის რეგიონში, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. მათი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 327- მუხლით მიმდინარეობს.

დამატებით ინფორმაციას უწყება მოგვიანებით გაავრცელებს.