კახი კავსაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაეწერა

პუბლიკა

მსახიობი კახი კავსაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან გაეწერა.

როგორც კლინიკის ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ „პუბლიკას“ განუცხადა, კავსაძე კლინიკიდან გუშინ, დღის მეორე ნახევარში, სტაბილური მდგომარეობით, გაწერეს.

კახი კავსაძე კლინიკაში 28 ნოემბერს გადაიყვანეს, კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის შეფასებით, მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.