მსახიობ კახი კავსაძე ჰოსპიტალიზებულია.
ამ დროისთვის უცნობია აქვს თუ არა კავსაძეს კორონავირუსი.
თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი მის მდგომარეობას აფასებს, როგორც მძიმეს.
“აქვს სუნთქვის უკმარისობა, გადადის მართვის სუნთქვაზე” – უთხრა „მთავარ არხს” ლევან რატიანმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორია მისი პროგნოზი მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რატიანი ამბობს, რომ ვერაფერს იტყვის.