კაკლის ხე თუ მოუჭრეს, ახალი ხე აჩუქონ - მიტროპოლიტი ბოდბის მონასტრის მიერ დაზარალებულზე

პუბლიკა

ახალქალაქის მიტროპოლიტი ნიკოლოზი  გამოცემა რეგინფოს მომზადებულ სტატიას გამოეხმაურა, სადაც აღწერილია ამბავი, თუ როგორ წაართვა ბოდბის მონასტერმა სიღნაღელ თამაზ გორელიშვილს ხეხილიანი ნაკვეთი და საკუთრებაში დაირეგისტრირა.

გორელიშვილს მამაპაპისეულ ნაკვეთში, ბოდბის მონასტრის დავალებით, მრავალწლოვანი კაკლის და ვაშლის ხეები გაუჩეხეს. „15 ძირი კაკალი, განა ცოტაა… ამდენი ხეხილი, ვაშლები… მსხვილი კაკალი, სულ ხელით დათესილი და გადარგული. არ ვიცი, სადღა წავიდე, თავი უნდა ჩამოვიხრჩო. ასეთი რამე, ასეთი განუკითხაობა არ მინახავს”, – ამბობს რეგინფოსთან გორელიშვილი.

„ასეთი ადგილი, როგორიც ბოდბის მონასტერია, სადაც წმინდა ნინოა დასაფლავებული და თანაც თბილისთან ახლოა, ასეთი მოწყობილი მეორე მიჭირს დავასახელო“, – თქვა დღეს tv პირველთან საუბარში ახალქალაქის ეპისკოპოსმა.

„თვითონ ვიყავი იქ 3 წელი ეპისკოპოსი და მახსოვს, სოფელი ქედელი რა იყო და რა ხალხთან მქონდა საქმე”. – ამატებს სასულიერო პირი.

მისი თქმით, სახელმწიფო უნდა დაეხმაროს ეკლესიას და „დააკმაყოფილონ ის ვიღაცა, კაკლის ხე თუ მოუჭრეს, ახალი კაკლის ხე აჩუქონ, რა მოხდება”. – ამბობს ეპისკოპოსი.