კაკულიას თქმით, სადავო მასალა „ვაკე გადარჩება, გლდანს ვერ ვხედავ“ არ შეესაბამება სიმართლეს – ქარტიის გადაწყვეტილება

პუბლიკა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით, ინტერნეტგამოცემა Informacia.club-მა ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია.

ქარტიის ცნობით, განცხადების ავტორმა, ლელა კაკულიამ განაცხადა, რომ სადავო მასალა, თითქოს მან იწინასწარმეტყველა, რომ „ვაკე გადარჩება, გლდანს ვერ ვხედავ“ არ შეესაბამება სიმართლეს და ეს ფრაზა ავტორს არ ეკუთვნის.

გარდა პირველი პრინციპისა, მხარე დავობდა ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო), მეოთხე (დოკუმენტების კეთილსინდისიერად მოპოვება), მეხუთე (შესწორება), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯების) პრინციპებზე, თუმცა საბჭომ მათზე დარღვევა არ დაადგინა.