კალაძე - 56%, მელია - 44% | დათვლილია ხმების 20%

პუბლიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გვერდზე არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. თბილისის 769 უბნიდან დათვლილია უბნების 21% და ხმები კანდიდატებს შორის ასე ნაწილდება:

კახა კალაძე – 56 %;

ნიკა მელია – 44%.

არჩევნების პირველ ტურში კახა კალაძემ – 216344 ხმა მიიღო (45.006 %), ნიკა მელიამ კი – 163489 ხმა (34.011 %).

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 თვითმმართველ თემსა და 24 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 088 722-ს შეადგენს.