კალაძე - 56.1%, მელია- 28.3%, გახარია - 6.2% | „ოცნების“ კვლევა

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოადგინა.

პარტიის კვლევის მიხედვით, კითხვაზე – ხვალ რომ მერის არჩევნების ტარდებოდეს რომელ კანდიდატეს მისცემდით ხმას? – მამუკა მდინარაძის თქმით, თბილისის მერობის კანდიდატების შეწონილი რეიტინგები ასე გადანაწილდა:

კახა კალაძე („ქართული ოცნება“) – 56.1%;

ნიკა მელია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)  – 28.3%;

გიორგი გახარია („საქართველოსთვის“)  – 6.2%;

ანა დოლიძე („ხალხისთვის“)  – 2.2%;

ანა ბიბილეიშვილი („ლელო“) – 1.9%;

გიორგი ლომია („პატრიოტთა ალიანსი“) – 1.3%;

თამარ კეკენაძე („მესამე ძალა“) – 0.9%;

მიხეილ ქუმსიშვილი („ლეიბორისტული პარტია“) – 0.7%;

სხვა კანდიდატები – 2.4%.

კვლევა 4-8 სექტემბერს, თბილისში ჩატარდა. გამოიკითხა 2975 რესპონდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია 83.8%-მა დაასახელა. ცდომილების ზღვარი 3%-ია.