ძვირადღირებულ მანქანასთან დაკავშირებული შეკითხვის პასუხად კახა კალაძემ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა.
ფოტო, რომელშიც, სავარაუდოდ, „მერსედესი G” კლასის მანქანაში ზის, კახა კალაძემ „ინსტაგრამზე” 20 აგვისტოს გამოაქვეყნა. ეს მანქანა კალაძეს ფინანსურ დეკლარაციაში მითითებული არ აქვს.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რა ღირს ეს კონკრეტული ავტომობილი.
კალაძემ უპასუხა, რომ ეს მანქანა მისი არ არის.
„თქვენ ნუ იდარდებთ, არ იღელვოთ, ისედაც ბევრი გაქვთ სადარდებელი, ისეთ მდგომარეობაში ხართ. 500 ათასი ევრო რისი ღირებულება? ეგ ბრიყვებისთვის, თქვენისთანა ბრიყვებისთვის შეიძლება 500 ათასი ევრო ღირდეს ასეთი ავტომობილი. შეურაცხყოფაზე არ გადავდივარ, რეალობაზე ვსაუბრობ. რაც შეეხება ჩემს ავტომობილებს, რომლებიც ჩემი საკუთრება არის, ყველა არის დეკლარაციაში მითითებული”. – თქვა კახა კალაძემ.