კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციებზე ამბობს, რომ მათ „ფასი არ აქვთ"

პუბლიკა

თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციების „ფასი არ აქვთ”. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა და გააკრიტიკა ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუციის პროექტი, რომელიც რუსული კანონის გამო „ქართული ოცნების” კრიტიკას ეხება.

„მორიგი სამარცხვინო ფაქტი ვნახეთ ჩვენ, არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ზოგიერთი ევროპარლამენტი. სამარცხვინოს დავარქმევდი მე ამ რეზოლუციებს…ეგეთი რეზოლუციები ძალიან ბევრი გვინახავს, გვახსოვს წინა თვეები…არაფერი ფასი არ აქვთ ამ რეზოლუციებს”, – განაცხადა კალაძემ.

ევროპარლამენტში ინიციირებულია რეზოლუციის პროექტი „უცხოური გავლენის” კანონპროექტის შესახებ. პროექტის საბოლოო ტექსტში საუბარია, რომ არ გაიხსნას გაწევრების მოლაპარაკებები, თუ ეს კანონი საქართველოს იმოქმედებს.

ამასთან, წარდგენილია ორი შესწორება, რაც ერთი მხრივ, ეხება ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების განხილვას, ხოლო მეორე მხრივ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების გადახედვას.