კალაძე: მომავალ წელს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია იგეგმება

პუბლიკა

თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ მომავალ წელს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას გეგმავენ.

მისი თქმით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია მოიცავს ორ ეტაპს: პირველ ეტაპზე შენობა-ნაგებობების გამაგრების პროცესი დაიწყება, მეორე ეტაპი კი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას გულისხმობს.

„მერიის ინიციტივით, თბილისის განვითარების ფონდი მომდევნო წლიდან რუსთაველის გამზირის სარეაბოლიტაციო სამუშაოებს იწყებს. პროცესი რამდენიმე ეტაპად დაიყოფა – პირველ ეტაპზე, რუსთაველის გამზირზე არსებული შენობა-ნაგებობების მოწესრიგება იგეგმება. საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა – დაზიანებული სახურავები, კონსტრუქციული ნაწილები… მეორე ეტაპი საგზაო ინფრასტქურქტურის მოწესრიგებაა. ეს სამუშაოები სწორედ შენობების გამაგრების შემდეგ დაიწყება. იგულისხმება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით… აქაც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა, მიწის ჩავარდნოს შემთხვევები ხშირია…”, – განაცხადა კალაძემ.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის შესახებ კახა კალაძემ დღეს მერიაში მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.