კალაძე მოქალაქეებს მოუწოდებს თბილისიდან გასვლის წინ გამორთონ გაზი, შუქი, წყალი...

პუბლიკა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს მერიიდან პირდაპირი ჩართვის დროს იმ შეზღუდვებზე ისაუბრა, რომლებიც დღეს ამოქმედდება. მან ყურადღება გაამახვილა და მოქალაქეებს მოუწოდა, რომ თბილისიდან გასვლის წინ გამორთონ ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია და წყალი.

„ვიცით, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გადის ქალქიდან ამ დღეების განმავლობაში, მით უმეტეს გადაწყვეტილებით, რომელიც იქნა გაჟღერებული გუშინ, დიდ ქალაქებში 10 დღის განმავლობაში იზღუდება მიმოსვლა ავტომობილებით და ყველანაირი ტრანსპორტით,  შესაბამისად, ალბათ, დღეს, საღამოს 9 საათამდე ბევრი გავა თბილისდან.

უბრალოდ, თბილისელებს მინდა ვთხოვო, რომ მაქსიმალური ყურადღება დაუთმოთ, გაითვალისწინოთ  და საკუთარ საცხოვრებელში კარგად შეამოწმოთ ბუნებრივი აირის  გამორთვა, თუნდაც ელექტროენერგიისა და წყლის, რადგან ამას შეიძლება გარკვეული პრობლემები მოჰყვეს. ვიღაცას შეიძლება დარჩეს ბუნებრივი აირი და ფატალური შედეგები გამოიწვიოს. შეამოწმეეთ თქვენი სახლები, გამორთეთ ბუნებრივი აირი, რომ მაქსიმალურად დაცულები ვიყოთ“, – ამბობს კახა კალაძე.

მისივე თქმით, შეზღუდვები მით უფრო მალე მოიხსნება, რაც მეტად დავემორჩილებით ყველა წესს.