„ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობს ხელს, თორემ აუცილებლად ჩავიდოდა“ – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტს, რომელმაც კითხვა კითხვა „ევროპის სახალხო პარტიის”(EPP) ხელმძღვანელის, დონალდ ტუსკის მიწვევაზე დაუსვა.
„ევროპის სახალხო პარტიის”(EPP) ხელმძღვანელმა დონალდ ტუსკმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, როტერდამში, პარტიის ყრილობაზე მიიწვია.
კალაძის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნავს პენიტენციური სამსახური. „თუ რაიმე აუცილებელი და საჭირო იქნება, შესაბამისი უწყება, პენიტენციური სამსახური ყველაფერს გააკეთებს, რომ ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება დაცული იყოს. გუნდში არანაირი მსჯელობა არ არის, ამ ყველაფერს შესაბამისი უწყება უძღვება და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ”, – აღნიშნავს კალაძე.