თბილისის მერი და „ქართული ოცნების” გენერალური დირექტორი, კახა კალაძე თბილისში შეხვდა MMA მებრძოლს, ხამზატ ჩიმაევს. ხამზატ ჩიმაევი კადიროვთან დაახლოებული ადამიანია.
გუშინ, 22 დეკემბერს ხამზატ ჩიმაევმა „ინსტაგრამზე” გამოაქვეყნა ფოტოები კახა კალაძესთან ერთად წარწერით: „საქართველო მადლობა თბილი მიღებისთვის”.
View this post on Instagram
ხამზატ ჩიმაევს ჩეჩნეთის პუტინისტ ლიდერთან, რამზან კადიროვთანაც არაერთი ფოტო აქვს გადაღებული. MMA მებრძოლი კადიროვს „უფროს ძმად” მოიხსენიებს.
4 ოქტომბრს ჩიმაევმა კადიროვს დაბადების დღე მიულოცა და დაწერა, რომ სწორედ ის არის მისთვის მთავარი მოტივატორი.
„სწორედ მისი წყალობით და ყოვლისშემძლის ნებით ჩემი კარიერა განახლდა და მეორე სუნთქვა შეიძინა, როცა ჩემთვის ყველაზე რთულ მომენტში მან სახლში მიმიყვანა, დამელაპარაკა, მომცა ღირებული რჩევები და აღმომიჩინა ყველანაირი შესაძლო მხარდაჭერა, ყურადღება და დახმარება და ამის გაკეთებას აგრძელებს”. – წერდა ჩიმაევი კადიროვის დაბადების დღეზე.
გარდა ამისა, ხამზატ ჩიმაევი კადიროვის გვერდით იყო, როდესაც ჩეჩნეთის პუტინისტი ლიდერი პირდაპირ ეთერში 15 წლის კაცს მოკვლით დაიმუქრა, რომელმაც მისი მმართველობის ფორმა გააკრიტიკა.