კალაძე: თუ სააკაშვილის საქმეზეა დამოკიდებული, არაფრისმომცემი სტატუსი თავისთვის დაიტოვონ

პუბლიკა

„თუ კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულს ვაყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ სტატუსის მიღება-არმიღებასთან დაკავშირებით, ეს არაფრისმომცემი სტატუსი თავისთვის დაიტოვონ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა და მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ევროპარლამენტარების განცხადების კომენტირებისას.

კალაძის შეფასებით, „ბოლო დღეებში საოცარ განცხადებებს ვისმენთ“.

„ერთ-ერთი ადვოკატიც გამოვიდა და თქვა, რომ, თუ სააკაშვილის გათავისუფლება არ მოხდება, საქართველო სტატუსს ვერ მიიღებს, საოცარი განცხადებები ისმის. მაშინ, რა საჭირო იყო იმ 12-პუნქტიანი გეგმის წარმოდგენა? მაშინ, რა საჭიროა მისი შესრულება, თუ კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულს ვაყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ სტატუსის მიღება-არ მიღებასთან დაკავშირებით, თუ ეს დამოკიდებულებაა, ეს არაფრისმომცემი სტატუსი თავისთვის დაიტოვონ მაშინ, ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს ყოველთვის გავაკეთებთ“, – განაცხადა მან.

კახა კალაძის თქმით, ყველაფერი კეთდება საზოგადოებისთვის იმ აზრის მისაწოდებლად, რომ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს.

„ეს არის სიმულირება. ყველაფერი კეთდება, რომ თითქოს, საზოგადოებას მიაწოდონ აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილის გათავისუფლება უნდა მოხდეს. ეს ვერ მოხდება. კონკრეტული დანაშაულებია. დანაშაულზე ყველამ უნდა აგოს პასუხი. ჭამოს და არ დაიკლებს წონაში, დალიოს და არ დაიკლებს წონაში. პოლიტიკოსებმა ან საკითხზე ნაკლები უნდა ვისაუბროთ“, – განაცხადა მან.