კალაძე „TV პირველზე“: ველოდები სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას

პუბლიკა

თბილისის მერი კახა კალაძე „TV პირველის“ წამყვანის წინააღმდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. მისი თქმით,  მსგავსი საჩივრით სასამართლო პროცესის მოგება საერთოდ არ მიაჩნია ვინმეს გამარჯვებად.

„რეალურად, გაცილებით მძიმე ფაქტი დგას ამ ყველაფრის უკან. მხედველობაში მაქვს ფეიკნიუსები, ცილისწამების შემცველი განცხადებები, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ე.წ. კრიტიკული მედიის მასაზრდოებელია.

რაც შეეხება უშუალოდ „ტვ პირველს“, რა თქმა უნდა, არ მაქვს მოლოდინი, რომ არხი შეცვლის პოლიტიკას და აღარ იქნება კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის რუპორი, მათი დაკვეთების შემსრულებელი. არც იმის მოლოდინი მაქვს, რომ სხვა დროს აღარ მოგვიწევს სასამართლოში შეხვედრა.

ველოდები სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, საჯარო უარყოფას მათ მიერ გავრცელებული ტყუილის, “- წერს კახა კალაძე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „TV პირველის“ ჟურნალისტის, მაია მამულაშვილის წინააღმდეგ კახა კალაძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლომ ტელეკომპანიას 15 000 ლარის ანაზღაურება დააკისრა. კახა კალაძე მორალური ზიანისთვის ჟურნალისტისგან 100 000 ლარს მოითხოვდა.