კალაძე: უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით კრიტიკას ნამდვილად ვერ მივიღებ

პუბლიკა

კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე და ოპონენტების კრიტიკაზე ისაუბრა. მისი თქმით, ქალაქის მთავრობის უკანონო მშენებლობების აღსაკვეთად ყველაფერს აკეთებს და კრიტიკას ამ ნაწილში ვერ მიიღებს.

„ახლა რაც შეეხება ჩვენი ოპონენტების მხრიდან გაჟღერებულ სისრულეებს უკანონო მშენებლობებზე. ვერ დაასახელებენ ვერცერთ ფაქტს, რომ მუნიციპალურ ინსპექციას არ ჰქონოდა რეაგირება. მინდა, სტატისტიკა მოგაწოდოთ ჯარიმებზე: 4 წლის განმავლობაში 4200 დარღვევა გამოვავლინეთ და გამოწერილია 82 მილიონი ლარის ჯარიმები. მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლების პირობებში მაგ პერიოდში 3500 დარღვევა იქნა გამოვლენილი და მხოლოდ 11 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა იყო დაწერილი. ეს აჩვენებს სხვაობას და დამოკიდებულებას. ამიტომ ნამდვილად არ მივიღებ კრიტიკას ქალაქში უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ის აღმოიფხვრას“, – განაცხადა კალაძემ.