თბილისის მერი მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს:
„მეგობრებო, თანამოქალაქენო, მოგიწოდებთ ყველას სიმშვიდისკენ! დაუშვებელია ძალადობა!
წარმოუდგენელი ფაქტები ფიქსირდება, თავდასხმები მოზარდებზე, ქალებზე, ტურისტებზეც კი.
ჩვენ გვიყურებს საქართველოს მტერიც და მოყვარეც. დაუშვებელია ასე სირბილი ქუჩებში, დაუშვებელია აგრესია. გაითვალისწინეთ ყველამ და გაუფრთხილდით ჟურნალისტებს.
მედია მსოფლიოს ცხელ წერტილებშიც კი ხელშეუხებელია. ჩვენი საზოგადოების სირცხვილია ჟურნალისტების მიმართ გამოხატული უმართავი აგრესია. მიეცით მათ მუშაობის საშუალება”. – წერს კახი კალაძე.
ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან შეიკრიბნენ. ისინი ჟურნალისტებს თავს ესხმიან და ფიზიკურად უსწორდებიან.