კალაძე ზურაბიშვილზე: კეთილი ინებოს, აწიოს ერთი ადგილი, მივიდეს და პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას

პუბლიკა

თბილისის მერი, კახა კალაძე ეხმაურება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის უარს პროკურატურაში დაკითხვაზე მისვლასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ზურაბიშვილმა „კეთილი უნდა ინებოს, აწიოს ერთი ადგილი“ და მტკიცებულებები წარადგინოს.

„პროკურატურას დაწყებული აქვს გამოძიება და მოწოდებებიც გაკეთდა, სხვათა შორის, რომ ქალბატონმა ზურაბიშვილმა კეთილი ინებოს, წაბრძანდეს და პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას, წარადგინოს მტკიცებულებები. მოწოდებები არ გაგიგიათ ამის შესახებ? ჰოდა, კეთილი ინებოს, აწიოს ერთი ადგილი, მივიდეს და პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას, წარმოადგინოს ყველა მტკიცებულება”, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

30 ოქტომბერს პროკურატურამ არჩევნების სავარაუდო გაყალბებაზე გამოძიება დაიწყო და პრეზიდენტი გამოკითხვაზე დაიბარა – საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს.