კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით მეგი დიასამიძე დააკავეს.
23 წლის დიასამიძე ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლითაა დაკავებული.
სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლი სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურება – მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.
„დაკავებულია ჩემი და, მეგი დიასამიძე, და თანამებრძოლი. რეჟიმი ცდილობს ამ მეთოდებით შეგვაშინოს, რის გამოც კიდევ უფრო მეტად უნდა ვიბრძოლოთ, რომ მეგიც და ყველა პოლიტიკური ტყვე თავისუფალი იყოს წლის ბოლომდე! დამხობა რეჟიმს!“, – დაწერა მეგი დიასამიძის დამ, ნელი დიასამიძემ.
დღეს, 10 სექტემბერს, შსს-მ დააკავა კიდევ ორი პირი.
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლებით დაკავებულები არიან ზაზა მამალაძე, რომელმაც 8 სექტემბერს აქციაზე ქალს ხელი გაარტყა და ირაკლი ბუაჩიძე, რომელსაც ხელკეტი ჰქონდა და ერთ-ერთ დემონსტრანტს ჩაარტყა. გავრცელდა ვიდეოც, სადაც ბუაჩიძე პოლიციას ეუბნება „თქვენიანი ვარ“.